ავღანეთში ტერაქტის შედეგად ქართველი სამხედროები არ დაშავებულან
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ქართველი სამხედროები არ არიან. ამის შესახებ უწყებამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. უწყების განმარტებით, ქართველი სამხედროები, ფარვანის პროვინციაში იმყოფებიან, თუმცა აფეთქება ჩეხი სამხედროების სექტორში მოხდა. ფარვანის პროვინციაში, თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის 3 წევრი დაიღუპა. აფეთქების შედეგად ... მეტის წაკითხვა