შევეცდებით ხმა მივაწვდინოთ ნიკა მელიას, ჩვენ გაჩერების დრო არ გვაქვს
თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება – დღეს დაგეგმილია ავტომობილებით მსვლელობა რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებამდე, იქ სადაც ნიკა მელია ხელბორკილებით “ნაციონალური მოძრაობის” ოფისიდან გადაიყვანეს. გამამხნევებელ აქცია-პერფორმანსს შეუერთდებიან პოლიტიკოსები და პარტიების მხარდამჭერები. “ჩვენ შევეცდებით, რომ კოლონით გავიაროთ მთელი გზა და შემდეგ უკვე ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ნიკა მელიას, გამოვუცხადოთ ჩვენი მხარდაჭერა, ჩვენი სოლიდარობა, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ ნიკა ძალიან ... მეტის წაკითხვა