მორაგბე საბა მაღლაფერიძე გარდაიცვალა
20 წლის ქართველი მორაგბე, საბა მაღლაფერიძე გარდაიცვალა. სპორტსმენი ქუთაისის სარაგბო კლუბ „არესში“ თამაშობდა. საბა მაღლაფერიძეს მწვავე ლიმფოპლასტური ლეიკემიის დიაგნოზი რამდენიმე თვის წინ დაუდგინდა. მის დასახმარებლად, ძვლის ტვინის გადანერგვის ძვირადღირებული სასწრაფო ოპერაციისთვის შეიქმნა საქველმოქმედო ფონდი. თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. საბა მაღლაფერიძე 3 ოქტომბერს გარდაიცვალა. მეტის წაკითხვა