„ჩემი სტრატეგიაა ის, რომ გავალ აქედან და თითო ჭიქას დავლევ ბიჭებთან კაპოტზე“
თამაზ მეჭიაურის განცხადებით, მცხეთის სასამართლომ საოლქო-საარჩევნო კომისიის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოასწორა. „გავიმარჯვე მე პირველივე ტურში. სასამართლომ გამოასწორა ის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა საოლქო-საარჩევნო კომისიამ. ჩემი სტრატეგიაა ის, რომ გავალ აქედან და თითო ჭიქას დავლევ ბიჭებთან კაპოტზე“,-განაცხადა მეჭიაურმა. მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური იქნება. სასამართლომ მეჭიაურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და გააუქმა თიანეთის საოლქო კომისიის ... მეტის წაკითხვა