სტრასბურგის სასამართლო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას 28 ნოემბერს გამოაქვეყნებს
„ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, 28 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოაქვეყნებს გადაწყვეტილებას საქმეზე „ივანე მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“. კახიძის განცხადებით, ეს ინფორმაცია მას ევროპული სასამართლოს დიდი პალატიდან ცოტა ხნის წინ მიაწოდეს. „ახლახან მივიღეთ წერილი ევროპული სასამართლოს დიდი პალატისგან, მათ მაცნობეს, რომ 28 ნოემბერს, 11:30 წუთზე, ქალაქ სტრასბურგში საჯაროდ გამოცხადდება ... მეტის წაკითხვა