NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»Posts Tagged "მაგთი"

ტეგების არქივი:

დავით ალადაშვილის და მაგთის მუსიკალური ტურნე „პ ი ა ნ ი ნ ო“
ახალი ამბები

დავით ალადაშვილის და მაგთის მუსიკალური ტურნე „პ ი ა ნ ი ნ ო“

21 აგვ 2018 517 ნახვები

27 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, კლასიკურიმუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, ჯულიარდის კონსერვატორიის კურსდამთავრებული, ცნობილიახალგაზრდა პიანისტი დავით ალადაშვილი, კომპანია „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ და “მაგთი“ წარმოგიდგენთ მუსიკალურ ტურნეს “პიანინო“. დავით ალადაშვილი, ორი კვირის განმავლობაში, მოძრავ სცენაზე დამონტაჟებული პიანინოთი მთელს საქართველოში იმოგზაურებს და 50-მდე კონცერტს ჩაატარებს. ეს იქნება დიდი ზომის წითელი მოძრავი მანქანა, რომელიც რეგიონიდან რეგიონში ... მეტის წაკითხვა

მიითვისა თუ არა მაგთიმ მილიონობით ლარი ჩვენი მოტყუებით?
ახალი ამბები

მიითვისა თუ არა მაგთიმ მილიონობით ლარი ჩვენი მოტყუებით?

11 მაი 2018 4611 ნახვები

გასული წლის 1 ნოემბერს სრულიად საქართველოს მოსახლეობას მაგთისაგან მოკლე ტექსტური შეტყობინება მოუვიდა, რომელშიც ახსნილი იყო თუ რა მიზეზით და რამდენით უძვირდებოდა მოსახლეობას IP TV-ს ტარიფი: 2017 წლის დეკემბრიდან „მაგთიკომმა“ გააძვირა შესაბამისი მომსახურების ტარიფი და მოსახლეობას, ყოველი თვის საანგარიშო პერიოდში, დაუწესა დამატებითი გადასახადი. „ნიუსჯი“ შეეცადა გაერკვია  თუ რამდენად შეესაბამებოდა „მაგთიკომის“ განცხადება ... მეტის წაკითხვა

ხმა HD ხარისხში – მორიგი ტექნოლოგიური სიახლე მაგთისგან
ახალი ამბები

ხმა HD ხარისხში – მორიგი ტექნოლოგიური სიახლე მაგთისგან

02 მაი 2018 403 ნახვები

VoLTE (Voice over Long Term Evolution) ტექნოლოგიაა, რომლის საშუალებითაც 4G/4.5G-LTE ქსელში შესაძლებელია განხორციელდეს მაღალი გარჩევადობის სატელეფონო ხმოვანი ზარი. მას ასევე „HD Voice“-ის სახელით მოიხსენიებენ და ხმის ხარისხობრივი მაჩვენებლის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გულისხმობს. VoLTE ტექნოლოგიას არაერთი უპირატესობა აქვს: ხმის ხარისხი განსაკუთრებული სისუფთავითა და სმენადობით ხასიათდება; დაკავშირების დრო საგრძნობლად შემცირებულია, დარეკვა ხდება მომენტალურად, ... მეტის წაკითხვა

„მაგთი“ მობილურ ინტერნეტს აღარ გააძვირებს
ახალი ამბები

„მაგთი“ მობილურ ინტერნეტს აღარ გააძვირებს

სოსო ელისაშვილი 15 მარ 2018 487 ნახვები

„მაგთი“ არაკორპორატიული აბონენტებისთვის მობილურ ინტერნეტს აღარ გააძვირებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა აცნობა. ინფორმაციას commersant.ge ავრცელებს. „ჩემი ინფორმაციით ტარიფი აღარ გაძვირდება“, – განაცხადა ბექაურმა. მობილურ ინტერნეტზე გაზრდილი ტარიფი ძალაში 18 იანვარს უნდა შესულიყო, თუმცა ამ პროცესის 1 მარტამდე გადავადება კომპანიას მარეგულირებელმა კომისიამ სთხოვა. მეტის წაკითხვა

კომისიამ  „მაგთიკომს“ და „ჯეოსელს“ წერილობითი გაფრთხილება მისცა
ახალი ამბები

კომისიამ „მაგთიკომს“ და „ჯეოსელს“ წერილობითი გაფრთხილება მისცა

სოსო ელისაშვილი 15 მარ 2018 415 ნახვები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილური კავშირის  კონსოლიდირებული ტენდერით გაწეული მომსახურეობის სუბსიდირებისთვის შპს”მაგთიკომს” და შპს “ჯეოსელს” წერილობითი გაფრთხილება მისცა. კომუნიკაციების კომისიამ დაასრულა ბაზრის მოკვლევა და დაადგინა, რომ  შპს„მაგთიკომისა”  და შპს „ჯეოსელის” მხრიდან კონსოლიდირებული ტენდერის მომსახურეობის ფარგლებში ორივე კომპანიას დაუფიქსირდა ზარალი. შპს „მაგთიკომის” და შპს „ჯეოსელის” მხრიდან ადგილი ჰქონდა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 33 მუხლის პირველი პუნქტის  დარღვევას. შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ახალი სატენდერო პირობების მიხედვით, 2018 წლიდან განისაზღვრა ახალი პირობები,  რაც  სწორი გადაწყვეტილებაა. კომისიის გადაწყვეტილებით, შპს ,,მაგთიკომს” და შპს „ჯეოსელს” მიეცა წერილობითი გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოსკანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 33-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევისთვის,  კერძოდ  დანახარჯებისადა შემოსავლებისგანცალკევებულად აღრიცხვის სპეციფიკური  ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიებს ერთი წლის განმავლობაში კვლავდაუფიქსირდებათ დარღვევა, ისინი ფინანსურ სანქციებს მიიღებენ. ტარიფის სუბსირიდების მოკვლევას, საკითხის შესწავლის ფარგლებში კომუნიკაციების კომისიამ შპს „მაგთიკომიდან” და შპს „ჯეოსელიდან” გამოითხოვაკონსოლიდირებული ტენდერით გაწეული ხარჯებისა და  მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია. კომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისშესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მობილური კომპანიების მიერ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გაწეული ხარჯები ბევრად აღემატებოდა ამმომსახურეობიდან მიღებულ შემოსავლებს. მეტის წაკითხვა

ბექაური: ქართულ ბაზარზე გლობალური ინტერნეტის მომწოდებელი მსხვილი კომპანიები შემოვლენ
ახალი ამბები

ბექაური: ქართულ ბაზარზე გლობალური ინტერნეტის მომწოდებელი მსხვილი კომპანიები შემოვლენ

სოსო ელისაშვილი 07 მარ 2018 470 ნახვები

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა გუშინ გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ კომუნიკაციების კომისია მუშაობს რათა ქართულ ბაზარზე გლობალური ინტერნეტის მომწოდებელი მსხვილი კომპანიები შემოვიდნენ. ბექაური ამბობს, რომ კომპანიები ადგილობრივ ფიქსირებულ ინტერნეტ პროვაიდერებთან უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. მისივე განცხადებით, პროცესში გარკვეულ შეფერხებებს ჰქონდა ადგილი, რასაც კომისია მკაცრად აკონტროლებს და არავის მისცემს შესაძლებლობას, რომ ... მეტის წაკითხვა

ბექაური: „მაგთისა“ და „ჯეოსელის“ მხრიდან დემპინგურ მომსახურებას ჰქონდა ადგილი
ახალი ამბები

ბექაური: „მაგთისა“ და „ჯეოსელის“ მხრიდან დემპინგურ მომსახურებას ჰქონდა ადგილი

სოსო ელისაშვილი 06 მარ 2018 462 ნახვები

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის შეფასებით, „მაგთიკომმა“ და „ჯეოსელმა“ კანონი დაარღვიეს. 1tv.ge-ის ინფორმაციით, კახა ბექაური კომისიის მიერ დასრულებულ მოკვლევაზე კომენტარს აკეთებს. თუმცა, შესაბამის გადაწყვეტილებას მარეგულირებელი ორგანო 15 მარტს მიიღებს. „წინასწარი შესწავლით, მტკიცდება და დგინდება, რომ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ამ ორი ოპერატორის მხრიდან დემპინგურ მომსახურებას ჰქონდა ადგილი, რაც ქართული კანონმდებლობით დასჯადია. კანონი ... მეტის წაკითხვა

კომუნიკაციების კომისია: მობილურ სატელეკომუნიკაციო კომპანიებს ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ
ახალი ამბები

კომუნიკაციების კომისია: მობილურ სატელეკომუნიკაციო კომპანიებს ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ

05 იან 2018 475 ნახვები

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია „მაგთიკომის“ მიერ ინტერნეტის გაძვირებაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში წერია, კომპანიის მიერ ინტერნეტის მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის გაძვირების წინაპირობა არ არსებობდა. „შპს „მაგთიკომის“ მიერ მობილური ინტერნეტის მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის გაძვირება საბაზრო კანონზომიერების ფარგლებს სცილდება. კომისია აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული ქმედების წინაპირობა არ არსებობდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გათვალისწინებით, მათ შორის: ... მეტის წაკითხვა

მაგთი: მიწოდების ხარჯი და მომსახურებისგან მიღებული შემოსავალი ვერ აბალანსებს ერთმანეთს
ახალი ამბები

მაგთი: მიწოდების ხარჯი და მომსახურებისგან მიღებული შემოსავალი ვერ აბალანსებს ერთმანეთს

05 იან 2018 1838 ნახვები

კომპანია „მაგთი“ მობილური ინტერნეტის ტარიფების გაძვირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ დღეს ქვეყანაში მობილურ მომსახურებაზე საკმაოდ დაბალი ტარიფებია და ამიტომ, კომპანიის მიერ მობილური ინტერნეტის მიწოდების ხარჯი და მომსახურებისგან მიღებული შემოსავალი ვერ აბალანსებს ერთმანეთს. „მაგთიში“ მიიჩნევენ, რომ სერიოზული საფრთხის წინაშე დგება ქვეყანაში მობილურ ინტერნეტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება, იზღუდება როგორც კომპანიის, ... მეტის წაკითხვა

„მაგთი“ მობილურ ინტერნეტს აძვირებს
ახალი ამბები

„მაგთი“ მობილურ ინტერნეტს აძვირებს

04 იან 2018 1495 ნახვები

„მაგთიკომი“ მობილური ინტერნეტის ტარიფებს მნიშვნელოვნად აძვირებს. ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე წერია. ახალი ტარიფები ძალაში 18 იანვრიდან შევა. ახალი ტარიფებით, 500 მეგაბაიტის ღირებულება 2 ლარით გაიზრდება და 5 ლარი გახდება, 1000 მეგაბაიტის ფასი 5 ლარის ნაცვლად 7 ლარი იქნება; 5 ლარით ძვირდება 2000 მეგაბაიტი და 18 იანვრიდან 12 ლარი ეღირება; 4000 ... მეტის წაკითხვა

12შემდეგი გვერდი

უახლესი ამბები

  • ნათია ფანჯიკიძე: რა ღირსეულად გამოიყურებიან და ჩვენ რატომ არ ვართ არავის მეგობრები?

    ნათია ფანჯიკიძე: რა ღირსეულად გამოიყურებიან და ჩვენ რატომ არ ვართ არავის მეგობრები?

  • ვარლამ გოლეთიანი: ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა

    ვარლამ გოლეთიანი: ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა

  •  კახა კახიშვილი: თქვენ გგონიათ, რომ ყველა გახარიას გაჰყვება?!

     კახა კახიშვილი: თქვენ გგონიათ, რომ ყველა გახარიას გაჰყვება?!

  • ლილი ფოფხაძე – უკარება

    ლილი ფოფხაძე – უკარება

  • “არ გაბედოთ ამ ბიჭის გაშავებაა! არ გაბედოთ ამ ქართველ ვაჟკაცზე შავი პიარის აგორება!”

    “არ გაბედოთ ამ ბიჭის გაშავებაა! არ გაბედოთ ამ ქართველ ვაჟკაცზე შავი პიარის აგორება!”

  • “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

    “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

  • რობერტ სტურუა: დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ!

    რობერტ სტურუა: დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ!

  • Gucci x Balenciaga ახალი კოლექცია

    Gucci x Balenciaga ახალი კოლექცია

  • სანამ ოპოზიცია არ დაინახავს რეალურ გადადგმულ ნაბიჯებს, მხოლოდ კობახიძის განცხადებების საფუძველზე საუბარი გაგვიჭირდება

    სანამ ოპოზიცია არ დაინახავს რეალურ გადადგმულ ნაბიჯებს, მხოლოდ კობახიძის განცხადებების საფუძველზე საუბარი გაგვიჭირდება

  • საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რამდენად დაუჭერს მხარს გიორგი გახარიას აბსოლუტურად უდროო დროს გასვლას, უკან გადადგმულ ნაბიჯს და პასუხისმგებლობის ვერ აღებას

    საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რამდენად დაუჭერს მხარს გიორგი გახარიას აბსოლუტურად უდროო დროს გასვლას, უკან გადადგმულ ნაბიჯს და პასუხისმგებლობის ვერ აღებას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge