სუმოისტი, ოძეკი ლევან გორგაძე საქართველოში ჩამოვიდა
ქართველი სუმოისტი, ოძეკი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) საქართველოში ჩამოვიდა. ტოჩინოშინს აეროპორტში ქართველი გულშემატკივრები დახვდნენ და ისინი ცნობილ სუმოისტს წარმატებულ ასპარეზობასა და ოძეკის ტიტულის მოპოვებას ულოცავენ. გორგაძე ბოლო ტრადიციული ტურნირის შემდეგ, სადაც ოძეკის ტიტული მოიპოვა, საქართველოს პირველად ეწვია. მეტის წაკითხვა