სალომე ზურაბიშვილი: რუსეთის სისასტიკე კრამატორსკში, ენით აღუწერელი ხოცვა-ჟლეტა ადამიანის უფლებების დარღვევაა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა უკრაინის ქალაქ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე განხორციელებულ ავიაიერიშს. „რუსეთის სისასტიკე კრამატორსკში, ენით აღუწერელი ხოცვა-ჟლეტა ადამიანის უფლებების დარღვევაა. ასეთი ძალადობა კაცობრიობის ისტორიაში შავ ფურცლად დარჩება. კაცობრიობის წინააღმდეგ ძალიან ბევრი დანაშაულია ჩადენილი. დიდება უკრაინას!” – წერს „ტვიტერზე” ზურაბიშვილი. მეტის წაკითხვა