ბათუმი-სარფის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი
სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან ახლოს კლდის ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც ბათუმი-სარფის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი. ცენტრალურ გზაზე ქვის ლოდების დიდი მასაა ჩამოშლილი. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა მხოლოდ ერთი სატვირთო ავტომობილი. ადგილზე საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები და სპეციალური ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. მეტის წაკითხვა