ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე ევროპელი ამომავალი ვარსკვლავების ათეულშია
დღეს European Film Promotion-მა გამოაქვეყნა იმ ევროპელი ამომავალი ვარსკვლავების სია, რომელთაც ორგანიზაცია ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე (15-25 თებერვალი, 2018) კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს წარუდგენს. ჟიურის გადაწყვეტილებით 10 ყველაზე ნიჭიერ ამომავალ ევროპელ ვარსკვლავს შორის ქართველი მსახიობი – ირაკლი კვირიკაძეც მოხვდა, რომელიც რეზო გიგინეიშვილის ფილმში “მძევლები” ერთერთ მთავარ როლს ასრულებს. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ... მეტის წაკითხვა