პუჩემონტი გერმანიის პოლიციამ დააკავა
კატალონიის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი კარლოს პუჩემონტი გერმანიის პოლიციამ დააკავა. BBC-ის ინფორმაციით, ის მაშინ დააკავეს, როდესაც მანქანით დანიისა და გერმანიის საზღვარი გადაკვეთა. ის ბელგიაში ჩასვლას ცდილობდა. დაკავება ესპანეთის მიერ გაცემული ევროორდერის საფუძველზე განხორციელდა. დაკავების შესახებ ინფორმაცია კარლოს პუჩემონტის ადვოკატმა ხაუმე ალონსო-კუევილიამ დაადასტურა. მეტის წაკითხვა