ოხანაშვილი ადასტურებს, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა განიხილება
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ანრი ოხანაშვილი ადასტურებს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა განიხილება. ანრი ოხანაშვილის თქმით, მასთან ერთად კიდევ სხვა კანდიდატურებზეც მიდის მსჯელობა, თუმცა, მათი ვინაობა არ დაუკონკრეტებია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გუნდმა უნდა მიიღოს. „ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ... მეტის წაკითხვა