იუსტიციის სამინისტრო: „განქორწინების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას რეგისტრაციის მიზნებისათვის ხანდაზმულობის ვადა აღარ ექნება”
იუსტიციის სამინისტრომ მთავრობის სხდომაზე სამოქალაქო კოდექსსა და კანონში სამოქალაქო აქტების შესახებ ცვლილებების პროექტი წარადგინა. უწყების ინიციატივით, კანონში ამჟამად არსებული ხარვეზი გასწორდება და განქორწინების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას რეგისტრაციის მიზნებისათვის ხანდაზმულობის ვადა აღარ ექნება. კანონპროექტის მიზანი განქორწინების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობაა, რაც სამოქალაქო რეესტრში ინფორმაციის სრულყოფილად აღრიცხვას უზრუნველყოფს; ... მეტის წაკითხვა