ირაკლი სესიაშვილი და ირაკლი ბერაია საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდნენ
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს, ჟან-კრისტოფ ბელიარდს შეხვდნენ. შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული მტკიცე პარტნიორული ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მნიშვნელოვანი ... მეტის წაკითხვა