სპეცოპერაციის დროს დაჭრილ სპეცრაზმელს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სპეცრაზმელი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველი თავის არეშია დაჭრილი და მისი მდგომარეობა მძიმეა და ამ წუთებში მას ოპერაცია უტარდება. ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება ჯანდაცვის სამინისტროსა და ინგოროყვას სახელობის კლინიკაში არ გაკეთებულა. ინგოროყვას კლინიკასთან დაცვა გაძლიერებულია, ადგილზე იმყოფებიან ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები. მეტის წაკითხვა