იერუსალიმში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გაიხსნა
აშშ-ს პრეზიდენტის შვილი და თანაშემწე, ივანკა ტრამპი და აშშ-ს ფინანსთა მინისტრი, სტივენ მნუჩინი იერუსალიმში ქვეყნის ახალი საელჩოს გახსნას დაესწრნენ. ამერიკული დიპლომატიური მისიის გახსნის ცერემონია, ისრაელის პრემიერის ბინიამინ ნეთანიაჰუს Facebook-ით გადაიცემოდა. ისრაელის მხრიდან ცერემონიას ესწრებოდნენ: პრემიერ-მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყნის პრეზიდენტი რუვენ რივლინი, ქნესეთის სპიკერი იული ედელშტეინი. აშშ-ს დელეგაციას ხელმძღვანელობდა სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილე, ჯონ სალივანი. შეგახსენებთ, ... მეტის წაკითხვა