ისრაელმა ირანის სამხედრო პოზიციებზე იერიში მიიტანა
ისრაელის განცხადებით, მისმა საჰაერო ძალებმა სირიაში ირანის მთელ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა. ისრაელის მხარის განცხადებით, ეს პასუხია ირანის მიერ მათ პოზიციებზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშზე. ისრაელის სამხედროების განცხადებით, ეს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ოპერაცია იყო. ირანს მომხდარზე ოფიციალური განცხადება ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია. მეტის წაკითხვა