თენგიზ არჩვაძე: არაფერს ვინახავდი, იმიტომ, რომ ნებისმიერ ჩანაწერს შეიძლება ეჭვი გამოეწვია. სახალხო არტისტი ისე გავხდი, არც კომკავშირელი და არც პარტიული არ ვყოფილვარ
საიტი kvirispalitra.ge აქვეყნებს ინტერვიუს მსახიობ თენგიზ არჩვაძესთან, გთავაზობთ ამონარიდს: – რომელ მწერლებთან მეგობრობდით? – მწერლებთან ახლოს ვიყავი. ერთი კარგი ფოტოა, კოწია გამსახურდიასთან ერთად მაქვს გადაღებული, მერე ჟურნალში დაბეჭდეს… ჩემი მეგობარი იყო დიდებული მწერალი არჩილ სულაკაური. მეგობარი იმას ნიშნავს, რომ ცხოვრების ერთნაირი წესი გვქონდა, ჩვენი ქვეყნის მთა და ბარი ერთად მოვიარეთ. ... მეტის წაკითხვა