„საქართველოში ბიზნესის კეთება ყოველდღიურად მარტივდება“
ეკონომიკა და ფისკალური პოლიტიკა რომ სწორი მიმართულებით ვითარდება, საერთაშორისო რეიტინგებიც ადასტურებს, – განაცხადა პირველმა ვიცეპრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას. მან მაგალითად მოიყვანა მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგი”, რომელშიც საქართველო მე-9 ადგილზე დაწინაურდა. „ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის კეთება ყოველდღიურად უფრომარტივი ხდება; ეს ნიშნავს იმასაც, რომ ჩვენს მეწარმეებს აქვთ შესაძლებლობა, ნაკლები დახარჯონ ბიუროკრატიაზე და მეტის რეინვესტირება მოახდინონ,” – გაანცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველმა ვიცეპრემიერმა ასევე დაასახელა სარეიტინგო სააგენტო „Moody’s”-ის რეიტინგი, რომელმაც 2017 წლის სექტემბერში საქართველოს რეიტინგი გაუუმჯობესა „Ba3 სტაბილურიდან” „Ba2 სტაბილურამდე”. „ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან 2010 წლის შემდეგ რეიტინგებში პოზიციის გაუმჯობესებისშემთხვევა არ ყოფილა; Fitch Ratings და Standard and Poor’s ... მეტის წაკითხვა