გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი ვიცეპრემიერებად დაინიშნენ
საქართველოს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ორი ვიცეპრემიერი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ვიცეპრემიერებად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დაინიშნენ. შესაბამის ბრძანებებს მთავრობის მეთაურმა ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა“, – წერია განცხადებაში. მეტის წაკითხვა