სტამბოლში სამხედრო ვერტმფრენი საცხოვრებელ სახლებს შორის ჩავარდა
თურქეთის სამხედრო ვერტმფრენი სტამბოლში საცხოვრებელ სახლებს შორის ჩავარდა. ამის შესახებ გაზეთი Hurriyet-ი წერს. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა ოთხი სამხედრო და ერთი დაშავდა. ვერტმფრენი სანჯაკტების რაიონში, ძველი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. წინასწარი მონაცემებით, კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა იყო. წყარო: imedinews.ge მეტის წაკითხვა