თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალი მოკლეს
მკვლელობა თბილისში – ვაჟა-ფშაველას გამზირზე ერთი პირი მოკლეს. „კურიერი“ ინფორმაციით, ის ქალია. არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ინციდენტი უძღოდა, თუმცა მონაწილე პირთა რაოდენობა უცნობია. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მკვლელობის ფაქტს ადასტურებს. გამოძიება 108-განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ადგილზე დააკავეს. წყარო: რუსთავი 2 მეტის წაკითხვა