თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. 39 წლის მამაკაცის ცხედარი ერთ-ერთი სახლის ეზოში ახლობლებმა იპოვეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მეზობლებს სროლის ხმა არ გაუგიათ, აქედან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ მამაკაცს დაზიანებები ცივი იარაღით ან ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მეტის წაკითხვა