პარლამენტში მხატვრული ფილმის “დედეს“ ექსკლუზიური კინოჩვენება გაიმართა
მარიამ ხაჭვანის მხატვრული ფილმის, „დედეს” ექსკლუზიური ჩვენება გაიმართა დღეს პარლამენტისკი ნოდარბაზში. „დედე” ახალგაზრდა რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელშიც სვანეთისმკაცრი ტრადიციებისა და დიდი სიყვარულის დაპირისპირების ამბავია მოთხრობილი. ფილმის საერთაშორისო პრემიერა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე შედგა, სადაც მან ჟიურის პრიზი მიიღო.ფილმს ასევე მიღებული აქვს არა ერთი მნიშვნელოვანი ჯილდო. მათ შორის უმნიშვნელოვანესია იუნესკოსპრიზი, რომელიც მას კულტურული მრავალფეროვნებისათვის მიენიჭა აზიის ოსკარად წოდებულ APSA-სდაჯილდოებაზე. რეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა ფილმის წარდგენისას მოკლედ ისაუბრა გადაღებებისა და მსახიობების შესახებ. მანასევე მადლობა გადაუხადა პარლამენტის წევრებს გია ვოლსკის და ზვიად კვაჭანტირაძეს გადაღებებისასგაწეული დახმარებისთვის. მეტის წაკითხვა