ინდონეზიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვმა 91-ს მიაღწია
ინდონეზიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 91-ს მიაღწია. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გარდაცვლილების გარდა, კუნძულზე ასობით ადამიანი დაშავდა. ამჟამად ლომბოკიდან და მიმდებარე კუნძულებიდან 1000-მდე ტურისტის ევაკუაცია მიმდინარეობს. ინდონეზიის ხელისუფლება აცხადებს, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზრდება. საგანგებო სამსახურების წარმომადგენელთა თქმით, დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ არიან. ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა 5 აგვისტოს, ... მეტის წაკითხვა