სოფელი კრწანისი ადიდებულმა წყალმა დატბორა
სოფელი კრწანისი ადიდებულმა წყალმა დატბორა. რუსთავი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალთან მდებარე დასახლებაში მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. დახოცილია შინაური ცხოველი და ფრინველი, განადგურებულია სახლები და ნათესები. მომხდარის მიზეზების დასადგენად სოფელ კრწანისში სპეციალისტებს ელოდებიან. სოფელში დილიდან განახლდა წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. სტიქიის შედეგად, მოქალაქეები არ დაშავებულან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობას განსაკუთრებულ რეჟიმში განაგრძობს. მეტის წაკითხვა