ვიეტნამში აფეთქებას ორი ბავშვი ემსხვერპლა
ვიეტნამში, ბაკნინის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად, ორი ბავშვი დაიღუპა, 6 ზრდასრული კი დაშავდა. აფეთქება ადგილობირივ დროით შუა დღეს მოხდა, პოლიციის ინფორმაციით გაურკვეველი წარმოშობის ნივთიერებები აფეთქდა. აფეთქების შედეგად, 5 საცხოვრებელი სახლი დაინგრა. ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები. მეტის წაკითხვა