გურამიშვილის გამზირზე 9000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება სამშენებლო კომპანიის მიერ გაზის მილის დაზიანების გამო შეუწყდა
დავით გურამიშვილის გამზირის #50-თან, სამშენებლო კომპანია „დინ გრუპის“ მიერ წარმოებული მიწის გათხრითი სამუშაოების შესრულებისას, დაზიანდა საშუალო წნევის 450 მმ–იანი გაზსადენი. შედეგად თბილისის ამ რაიონში გაზის მიწოდება 9000-მდე აბონენტს ავარიულად შეუწყდა. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ბრიგადები. აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის ... მეტის წაკითხვა