ტრამპი: კიმ ჩენ ინმა ძალიან ბრძნული და გონივრული გადაწყვეტილება მიიღო
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ჩრდილოეთ კროეის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, კუნძულ გუამის მიმართულებით რაკეტების არგაშვების შესახებ, მიესალმა და „ტვიტერის“ პირად გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა. „ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ძალიან ბრძნული და გონივრული გადაწყვეტილება მიიღო. ალტერნატივა კატასტროფული და მიუღებელი იქნებოდა“,-წერს ტრამპი. შეგახსენებთ, რომ გუშინ კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ კონფრონტაცია ორივე მხარესთვის არახელსაყრელი იქნებოდა. მეტის წაკითხვა