“Discover Georgia” – ვიდეორგოლი, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს წარუდგინა
“Discover Georgia” – ეს ვიდეორგოლი, საქართველოს პრემიერმინისტრმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გამართულ შეხვედრაზე წარუდგინა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. “საქართველო დაინტერესებულია უმასპინძლოს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საქართველოში გამოგზავნის ექსპერტებისა და მრჩევლების სპეციალურ ჯგუფს”- აცხადებენ პრემიერს პრესსამსახურში. მეტის წაკითხვა