პირს, რომელმაც მცხეთაში რესტორანთან რამდენჯერმე გაისროლა გირაო შეეფარდა
კოტე ნატროშვილს, რომელმაც 7 ივნისს მცხეთაში, რესტორან მარანი ჰოლთან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე სოფიო ლეჟავამ გამოაცხადა. მან პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად სწორედ 20 000-ლარიანი გირაოს დაკისრებას მოითხოვდა. საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდებულმა იარაღი 7 ივნისს რესტორან მარანი ჰოლის ეზოში შეიძინა. ნატროშვილს ... მეტის წაკითხვა