გიორგი კანდელაკზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო
„ევროპული საქართველოს“ წევრზე, გიორგი კანდელაკზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც News.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ გიორგი კანდელაკს, გუშინ, „თავისუფლების“ მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული მუსიკის გამორთვის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ. კანდელაკის განცხადებით, მან რეაგირებისთვის პოლიციას მიმართა. მეტის წაკითხვა