ვაკეში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში მიმდინარე წლის 18 მაისს შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განხორციელდა. მიღებული შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გაირკვა, რომ გასროლა 1979 წელს დაბადებულმა ლ.რ.-მ განახორციელა. სამართალდამცველებმა იგი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, თბილისში, ... მეტის წაკითხვა