„გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა გათბობის ხარჯების დასაფარად 200 ლარიან ვაუჩერებს მიიღებს“
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა სახელმწიფოსაგან გათბობის 200 ლარიან ვაუჩერებს წელსაც მიიღებს. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა პარლამენტში, 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო წელსაც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ ოჯახებს გამოსაზამთრებლად შესაბამისი პირობები ჰქონდეთ. „ეს ადამიანები მართლაც გმირულად და მოთმინებით უმკლავდებიან ყოველდღიურ გამოწვევებსა და პროვოკაციებს მავთულხლართების პირისპირ. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა კომპლექსური დახმარების პროგრამას ახორციელებს. მინდა გითხრათ, ... მეტის წაკითხვა