ულამაზესი გამოფენა ლონდონში
ლონდონში 25 იანვრიდან 11 მარტის ჩათვლით Pace Gallery – ში გაიმართება ულამაზესი გამოფენა. მეტის წაკითხვა
ლონდონში 25 იანვრიდან 11 მარტის ჩათვლით Pace Gallery – ში გაიმართება ულამაზესი გამოფენა. მეტის წაკითხვა
სლოვაკეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს საგამოფენო დარბაზში გამოფენის „ქართული ეროვნული სამოსის მრავალფეროვნება” საზეიმო გახსნა გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ გაჩეჩილაძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა ქართული ეროვნული სამოსის უნიკალურობასა და მის მნიშვნელობას ქართველი ხალხისთვის. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო XIII-XX სს. ქართული ეროვნული სამოსის ამსახველი ფოტომასალა, ... მეტის წაკითხვა
“განსაკუთრებული საქართველო“ – ამ სახელწოდებით ქართულ პროდუქციას 19-21 ოქტომბერს ბერლინში გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე გაიტანენ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება „აწარმოე საქართველოში“, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასოციაციის „ქართული ღვინო“,USAID/Reap-ის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართება. გამოფენა გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება ბერლინში არსებული ქართული რესტორნებისა და ქართული ექსპორტიორი კომპანიების პროდუქცია. გამოფენის პირველ დღეს ... მეტის წაკითხვა
ლიკა ქავჟარაძის ნახატების გამოფენა „არტ გალერი ვაკეში“ დღეს გაიხსნება და 26 ოქტომბერს, ლიკას დაბადების დღეს დაიხურება. გალერეა იმუშავებს ყოველ დღე 13:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე კვირის გარდა. გამოფენაზე აუქციონის სახით გაიყიდება სხვადასხვა მხატვრების მიერ შესრულებული ლიკას მხატვრული პორტრეტები. 57 წლის მსახიობი ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბერს, აბაშიძის ქუჩაზე, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ... მეტის წაკითხვა
იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი დღეიდან ორი კვირის განმავლობაში გამოფენას – „კოტე მიქაბერიძე” – მასპინძლობს. ექსპოზიცია ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და გამოფენის კურატორებმა – ნინო ძანძავამ და სოსო დუმბაძემ გახსნეს. ქართველი კინორეჟისორის, სცენარისტის, მსახიობისა და მხატვრის – კოტე მიქაბერიძის (1896-1973) შესახებ გამოფენა ორგანიზებულიასაქართველოს ეროვნული არქივისა და საზოგადოებრივი გამომცემლობა „სა.გა.”-ს მიერ. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, კოტე მიქაბერიძის ძმისშვილები – გელა და მაია მიქაბერიძეები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ... მეტის წაკითხვა
თბილისი, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, ბოტიჩელისა და კარავაჯოს ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს, – გამოფენის გახსნას დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ივან სკალფაროტოსთან ერთად დაესწრო. პრემიერმა რამდენიმე თვის წინ იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იტალიის პრემიერ-მინისტრ პაოლო ჯენტილონისთან შეხვედრა გაიხსენა, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის კულტურული დაახლოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების მიმართულებით მაქსიმალურ ნაბიჯებს გადადგამდნენ. „სასიხარულოა, რომ ... მეტის წაკითხვა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, მილანში ტყავის საერთაშორისო გამოფენაში „LINEAPELLE“ სამი ქართული ტყავის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია მიიღებს მონაწილეობას. მილანის გამოფენაზე ქართული სტენდის ქვეშ, ტყავის პროდუქციას კომპანიები: შპს „ჯეოპელი“, შპს „ფილიმასკა“ და შპს „დერი სტანდარტი“ წარმოადგენენ. ქართულ კომპანიებს საშუალება მიეცემათ მნიშვნელოვანი ბიზნეს და სავაჭრო კავშირები დაამყარონ ... მეტის წაკითხვა
5 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს დედაქალაქი ორ უნიკალურ გამოფენას უმასპინძლებს, რომლებსაც სახელწოდება „უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი – სილამაზე, კარავაჯო – სინათლე” აერთიანებს. გამოფენები დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, 5 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. გამოფენები, რომელთა კოორდინატორია იტალიის საელჩო საქართველოში, ორი ქვეყნის სხვადასხვა ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. ეს ინსტიტუციებია: ... მეტის წაკითხვა
ფოტოჟურნალისტიკიში ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდების ამსახველი კადრების გამოფენა ” ჩვენს დროში ” 1989 წელს ლონდონში გაიმართა , რომელიც “მაგნუმმა” გაიხსენა . “1930 წელი იყო ფოტოჟურნალისტიკისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავდროულად ყველაზე ცუდი პერიოდი . ეს იყო ომის პერიოდი ამერიკის , შორეული აღმოსავლეთისა და ევროპის დაპირისპირების გამანადგურებელი დრო, თუმცა ფოტოგრაფებისთვის ეს იყო ოქროს პერიოდი ... მეტის წაკითხვა
თბილისში ამერიკელი ფოტოგრაფის ედუარდ კურტისის გამოფენა მიმდინარეობს. პროექტი ჩრდილოეთ ამერიკელი ინდიელები: დედა- მიწა, ტრადიცია და რიტუალები თბილისის სამ მუზეუმში გამოიფინა. დედა-მიწა ედუარდ შერიფ კურტისმა ჯერ კიდევ 100 წლის წინ აღმოაჩინა ჩრდილოეთ ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის – იმ დროისთვის „გადაშენების გზაზე მდგომ რასად“ მიჩნეული ხალხების – ყოფისა და კულტურის სიმდიდრე და მრავალფეროვნება. ... მეტის წაკითხვა