Moody’s -მა თიბისი ბანკის საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ, „Moody’s Investors Service”-მა თავის სარეიტინგო სისტემაში თიბისი ბანკის საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა. კერძოდ, ადგილობრივ ვალუტაში თიბისი ბანკის დეპოზიტების რეიტინგი გაიზარდა Ba3-დან Ba2-მდე, უცხოური ვალუტაში კი – B1-დან Ba3-მდე. განახლებული რეიტინგების სამომავლო პერსპექტივა სტაბილურია. ხსენებული ცვლილება უკავშირდება 2017 წლის 11 სექტემბერს Moody’s-ის მიერ საქართველოს სამთავრობო ობლიგაციების რეიტინგის გაზრდას სტაბილური Ba3 ნიშნულიდან სტაბილურ Ba2-მდე. ... მეტის წაკითხვა