თბილისში, პატრულის თანამშრომელი და მისი მეუღლე გარდაცვლილები იპოვეს
თბილისში, პატრულის თანამშრომელი კახა ქრისტესაშვილი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ცოლ-ქმრის გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. როგორც News.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო-ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. მეტის წაკითხვა