პარლამენტში სტიქიის ზონაში სამხედრო ძალების გამოყენების საკითხი განიხილეს
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა პრეზიდენტის განკარგულება განიხილეს. კანონმდებლებს მიაჩნიათ, რომ სტიქიის ზონაში ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული. ამ საკითხს მხარი ბიუროზე მყოფმა ყველა დეპუტატმა დაუჭირა და ის დღესვე რიგგარეშე სხდომაზე გავა მხარდასაჭერად. 8 ივლისს პრეზიდენტმა ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვისთვის საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა. მეტის წაკითხვა