ბათუმის მერის განცხადებით მოქალაქეები ევაკუირებული არიან, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება
ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩების კვეთაზე, სადაც მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მდებარე რესტორან “ვოქსში” ხანძარი გაჩნდა, ბათუმის მერი მივიდა. მისი თქმით, მოსახლეობა შენობიდან ევაკუირებულია. “ადგილზეა ყველა შესაბამისი სამსახური. მოქალაქეები ევაკუირებული არიან, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება”, – განაცხადა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა. მეტის წაკითხვა