ადელის ახალი კლიპი ექვსწლიანი პაუზის შემდეგ (ვიდეო)
ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, 33 წლის ადელმა თავისი სიმღერა Easy On Me წარმოადგინა. სიმღერა მან საკუთარ განქორწინებას მიუძღვნა. ცნობისათვის, მომღერალი მეუღლეს 2019 წელს გაშორდა. ახალი 5-წუთიანი ვიდეო კლიპის რეჟისორი ცნობილი კანადელი კინორეჟისორი, ქსავიერ დოლანია.კლიპი YouTube– ზე 15 ოქტომბერს აიტვირთა, ამ მომენტისათვის ის 53 575 607 ადამიანმა ნახა. მეტის წაკითხვა