სუს-ი ხურვალეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

“ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე,”- ეს კომენტარი სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ხურვალეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთეს. უწყება მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან. საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.”

შეგახსენებთ, რომ ხურვალეთში მცხოვრები ოჯახის განცხადებით, რამდენიმე საათის წინ ადგილზე გამოჩნდნენ რუსი ოკუპანტების და ერთ-ერთი ადგილობრივის ეზო დაიკავეს.

">