სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებას ანტიკორუფციულ სააგენტო აწარმოებს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებული საცხოვრებელი სახლების და მანქანების ჩხრეკის შედეგად, დაკავებულია მოქალაქე ზაზა ხ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“

/</a></iframe>