სტოლტენბერგი: ვულოცავ საქართველოს, ნატოს უახლოეს პარტნიორს

პირველი რესპუბლიკის შექმნის 100 წლის იუბილეს საქართველონატოს გენერალური მდივანიც ულოცავს. „ვულოცავ საქართველოს, ნატოს უახლოეს პარტნიორს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს,“ – წერს იენს სტოლტენბერგი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.

საქართველო დღეს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

მისალოცი ვიდეომიმართვა გაავრცელა ევროკავშირის ელჩმა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართულად ულოცავს საქართველოში აშშ-ის ელჩი, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. ბრიტანეთის ელჩი და მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ მეორე. საქართველოს დამოუკიდებლობის იუბილეს აზერბაიჯანი და გაერთიანებული საემიროებიც ულოცავენ, ასევე, სომხეთის ახლად არჩეული პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანიც. გიორგი მარგველაშვილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ბელორუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ. სპეციალური მილოცვა მიიღო საქართველომ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგანაც.

კორპორაცია Google საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ე.წ. დუდლით ულოცავს.

26 მაისს, პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობა შვიდმა პრეზიდენტმა და 20-მდე ქვეყნის უმაღლესი რანგის დელეგაციამ მიიღ.