დედაენის ბაღში 13 იანვრის საღამოს სტეფანეს კონცერტი გაიმართება

დედაენის ბაღში 13 იანვარს, საღამოს მომღერალ სტეფანეს სოლო კონცერტი გაიმართება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

“გვინდა, რომ ერთად შევხვდეთ ძველით ახალი წლის საღამოს, როგორც ეს 31 დეკემბერს მოხდა.

დედაენის ბაღში გეპატიჟებით ყველას. 22:00 საათზე დაიწყებს დიჯეი დაკვრას, 23:15-წუთიდან სტეფანე მღებრიშვილის სოლო კონცერტი გაიმართება. მინდა, რომ თბილისს, თბილისელებს ვაჩუქოთ ეს საღამო”- განაცხადა კალაძემ.