სტამბოლში სამხედრო ვერტმფრენი საცხოვრებელ სახლებს შორის ჩავარდა

თურქეთის სამხედრო ვერტმფრენი სტამბოლში საცხოვრებელ სახლებს შორის ჩავარდა. ამის შესახებ გაზეთი Hurriyet-ი წერს. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა ოთხი სამხედრო და ერთი დაშავდა.

ვერტმფრენი სანჯაკტების რაიონში, ძველი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. წინასწარი მონაცემებით, კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა იყო.

წყარო: imedinews.ge

 

">