შსს-ს მიერ დაკავებული პირი პრეზიდენტის სიძის მეგობარია

შსს-ს მიერ იარაღის უკანონო ტარებისთვის დაკავებული 1989 წელს დაბადებული პირი პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის მეგობარი თორნიკე კაჭარავაა. ინფორმაციას ამის შესახებ imedinews.ge ავრცელებს.

კაჭარავა თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე აიყვანეს.

„თბილისში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებულია წარსულში არაერთგზის ნასამართლები, 1989 წელს დაბადებული თ.კ. გამოძიება დაიწყო სსკ-ის 236-ე მუხლით“, – განაცხადეს შსს-ს პრესსამსახურში.

თორნიკე კაჭარავა პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურისა და ასევე, მისი ქალიშვილის ანა მარგველაშვილის მეგობარია. თორნიკე კაჭარავა ნარკოდანაშაულისთვის გასულ წელს დააკავეს და მოგვიანებით, 15 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.