შსს-ს განცხადება უხვ ნალექთან დაკავშირებით

თუშეთში მოსული უხვ ნალექთან დაკავშირებით შსს გზებზე შეზღუდვებს აწესებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტში, თუშეთში მოსული უხვი ნალექის გამო, ავტოსაგზაო და სხვა სახის შემთხვევების პრევენციის მიზნით, 10 აგვისტოს, 17:00 საათიდან მთელი ღამის განმავლობაში, სოფელ ლეჩურიდან ომალოს მიმართულებით და პირიქით, ყველა სახის ავტოტრანპორტის მოძრაობა აიკრძალება“, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

/</a></iframe>