ესპანეთის პოლიციამ ქართველებისგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა

პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ქალაქ ალიკანტეში ცხოვრობდნენ. დაკავებულებს ბრალად ედებათ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა და ექვსი სახლის გაძარცვა. მათ აქედან ორი სახლი ალიკანტეში, ხოლო ოთხი მადრიდში გაძარცვეს. ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ipn-ი ავრცელებს.

სამართალდამცველებმა ნაქურდალის ნაწილი – ელექტრონული მოწყობილობები, საიუველირო ნაკეთობები, ნაღდი ფული, მობილური ტელეფონები, დაზარალებულთა პერსონალური დოკუმენტები და სახლში შეღწევისთვის აუცილებელი ხელსაწყოები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება გრძელდება და როგორც სამართალდამცავ უწყებაში აცხადებენ, არ არის გამორიცხული, რომ დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს.

/</a></iframe>