სოხუმში აფხაზეთის ომის თემაზე ძეგლს დადგამენ

სოხუმში მემორიალური ძეგლის დადგმას აპირებენ, რომელიც აფხაზეთის ომს მიეძღვნება. ამასთან დაკავშირებით აფხაზეთის დეფაქტო პრემიერმინისტრმა ვალერი ბგანბამ მონუმენტური ხელოვნების სახელმწიფო კომისიის სხდომა გამართა. ინფორმაციას “აფხაზური მედია” ავრცელებს.

კომისიამ შეხვედრაზე რუსლან გაბლიას პროექტი დაამტკიცა.

სხდომაზე ასევე გადაწყდა, რომ სოხუმსა და ოჩამჩირეში აფხაზეთის ყოფილი დეფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის ძეგლის დასადგმელად, კონკურსი გაიმართება.

/</a></iframe>