სოტბის აუქციონზე ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთ ნახატს გაყიდიან

სოტბი აუქციონზე ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი ნახატი, „ქართველი ქალი ლეჩაქით“ გამოჩნდა.

ნახატის ფასი 500 000 – 700 000 ფუნტი სტერლინგია.

დამოუკიდებელი ექსპერტების, ხელოვნებათმცოდნეების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფიროსმანის ნახატი სოტბის აუქციონის რუსულ სექციაშია წარმოდგენილი, პოზიტიურია ის ფაქტი, რომ ფრჩხილებში ის ქართველ მხატვრად არის მოხსენიებული. მათი თქმით, წინა შემთხვევაში, ასე არ ყოფილა.

წყარო: imedinews.ge

 

/</a></iframe>